ეს ერთ-ერთი რეალური ისტორიაა. გთხოვთ წაიკითხოთ. დაინტერესდეთ ძმების ბედით და გამოთქვათ თქვენი აზრი.

Posted: იანვარი 13, 2012 in ისტორია

საქართველოში ბავშვთა უფლებები დაცულია?!

„მე თქვენი ცრემლი ვარ! თვალს დახუჭავთ და დავიღუპები (ჩამოვარდები!)“

(ამონარიდი სოციალურად დაუცველი 13 წლის გოგონას საკონფერენციო თემიდან).

ძმები ძნელაძეები

იყო და არა იყო რა . . .

სწორედ ძმებ ძნელაძეებზე მინდა იყოს ნათქვამი.

ორი ძმა, 13 წლის პეტრე და 9 წლის პავლე.

არა, სამი ძმა. 8 წლის ივანე.

თუმცა მესამეს სათვალავში არავინ აგდებს, რადგან ის ოჯახის წევრების ცხოვრებას ხელს არ უშლის – საკუთარი ემოციების დათრგუნვის ხარჯზე. ყოჩაღი ბიჭია!  ასე აფასებენ მას მშობელი მამა და დედინაცვალი.

პირველი ორი, კი – აპ, აპ, აპ და თურმე ნუ იტყვით – ქვეყანას ანგრევს!  ასე მოიხსენიებენ მათ იგივენი.

*** (ოჯახი)

ბიჭები ღარიბ ოჯახში იზრდებიან.  დიდი ხანია დედამ მიატოვა (მიზეზი უცნობია). დედა არ ახსოვთ. სამოთახიან სახლში ცხოვრობენ: ზემოთ მოხსენიებული სამი ძმა (ღვიძლ ძმებს რომ ვეძახით), 2 ძმა (ერთმანეთისთვის ღვიძლი, მაგრამ პირველი სამისთვის მამით ერთნი და დედით სხვადასხვა _ ასე ვამბობთ ხოლმე, მოგეხსენებათ!), ხუთივესთვის ბიოლოგიური მამა, და დედა _ მეორე ორისთვის ბიოლოგიური, პირველი სამისთვის კი _ არა, ბებია და ბაბუა (ხუთივე ბავშვისთვის ბიოლოგიური).

ოჯახის უფროსი წევრები არ მუშაობენ. ბებიისა და ბაბუის პენსია თვეში 220 ლარს შეადგენს. ისინი, ასევე სახელმწიფო სოციალურ შემწეობას იღებენ 300 ლარის ოდენობით.

ცხოვრობენ, რა! . . . მთლად დალხინებულები ეკონომიკურად არ არიან, მაგრამ მარტო ეს არ არის მათი პრობლემა. 2 უფროს ბიჭსა და ოჯახის უფროს წევრებს შორის ურთირეთობები კრიზისშია.  მუდმივად კონფლიქტი აქვთ. ბიჭებს ეჩხუბებიან.

_სკოლა – ინტერნატში უნდა ჩამაბარებინოთ ბავშვები! _ მეუბნება ერთხელ ერთი ქალი, რომელიც თურმე მათი დედინაცვალია.

_ რატომ? _ ვეკითხები მე.

_ საზიზღარი ბავშვები არიან?

_ ბატონო?

_ დიახ, დიახ, ძალიან ცუდად იქცევიან. მეცადინეობა არ უნდათ, სულ ქუჩაში დაწანწალებენ, სახლში არ ჩერდებიან. მე და მამამისს არ გვიჯერებენ. სკოლის გაკვეთილებს არ ესწრებიან, იპარებიან და ქუჩაში დაწანწალებენ. საქმეს არ აკეთებენ. ამას წინათ სკოლიდან დამირეკეს. სასწრაფოთ გადაიყვანეთ ამ სკოლიდან, ჩვენ აქ არ გავაჩერებთო.

*** (სკოლა)

ბიჭები ერთ-ერთ საეკლესიო სკოლაში სწავლობენ.  დირექციას ისინი არ მოსწონს ( რა გასაკვირია? ცელქი ბავშვები, ხომ ხშირად არავის მოსწონს სკოლაში!!!) სკოლის მასწავლებლები მათ უარყოფითად აფასებენ _ არაფერი არ იციან და სწავლაც არ უნდათ!. –ამბობენ ისინი.

_ შეგიფასებიათ ბავშვების აკადემიური და ფუნქციური უნარები? _ მხრებს იჩეჩავენ.

_ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ისწავლიან, როგორ ფიქრობთ? _ ვეკითხები.

_ ვერაფრით ისინი ვერ ისწავლიან! არ უნდათ და მორჩა! _ მპასუხობენ.

თანაკლასელებიც ვერ მეგობრობენ მათთან, სულ ჩხუბი აქვთ ბიჭებს!

_ გარიყულები არიან თანატოლებისგან?

_ ალბათ?

_ რატომ?

_ არ უნდათ ასეთებთან მეგობრობა?

_ ვინ დაყო ბავშვები ასეთებად და ისეთებად?  ან ყველა «ისეთები” ან ყველა «ასეთები” რატომ უნდა იყვნენ?

_ . . .

_ იცით მათი ოჯახური მდგომარეობა? – ვეძიები.

_ სოც. მუშაკი იყო ჩვენთან და ის გაგვესაუბრა?

_ იცით, რომ მამას და დედინაცვალს მათი ინტერნატში ჩარიცხვა უნდათ, ან დროებით სხვა ოჯახში განთავსება?

_ არა!

 *** (დღის ცენტრი)

სკოლის შემდეგ დღის ცენტრში დადიან. დღის ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზეა (დონორი ორგანიზაცია აფინანსებს).

_ ერთ დღეს, დღის ცენტრის შენობისკენ მორბოდნენ ძმები და ბევრი ბიჭი მოსდევდათ მათ უკან ყვირილით და მუქარით _ მიყვება დღის ცენტრის ახალგაზრდა მოხალისე პედაგოგი. _ მე გადავეფარე მათ, სხვა ბიჭებს, რომ არ ეცემათ და გამოვექომაგე.

_ რატომ ჩხუბობთ ბიჭებო, რა დაგიშავეს ძმებმა?

_ დეიდა, გვაგინებენ!  აქ ვერ ასწავლით, რომ დედის გინება არ შეიძლება?

ბავშვები დავაშოშმინე და გავუშვი.

_ ძმებს, რომ ვკითხე რა დაუშავეთ მეთქი, _ დაგვცინიანო, მიპასუხეს.

ბავშვები როდესაც ოთახში შევიყვანე, რამდენიმე წუთის შემდეგ ცუდმა სუნმა შემაწუხა.  კარგი სუნი არასდროს ჰქონიათ. უსუფთაოდ არიან ხშირად. მაგრამ, მივხვდი, ამჯერად უმცროს ბიჭუნას ჩასვრილი ჰქონდა შარვალში. ოთახიდან გამოვიყვანე, ვესაუბრე, ვკითხე ჯანმრთელობის პრობლემა ხომ არ ჰქონდა. არაო _ მიპასუხა და დასძინა, გაკვეთილზე მომინდა ტუალეტში გასვლა, პედაგოგმა კი არ გამიშვაო.

*** (მულტიდისციპლინური გუნდი)

ძმებს არასამთავრობო ორგანიზაციის მულტიდისციპლინური გუნდი აფასებს.

შეფასებისას ბავშვებს თითქმის ყველა კითხვაზე ადეკვატური პასუხი აქვთ, მაგრამ თუ არ წაახალისებ ცოდნას მალავენ. არ არიან დარწმუნებული. ოჯახში და სკოლაში ხომ იარლიყი აქვთ მიკერებული_»არაფრის მცოდნის”. (ეს ქვეცნობიერში ტვინს უბურღავთ!). როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს: გონებრივი ჩამორჩენა არ აქვთ. ურთიერთობებს არ გაურბიან. მაგრამ ეჭვით კი გიყურებენ. თუ დარწმუნდნენ, რომ მისიანი ხარ, ადვილად შემოდიან კონტაქტში. ერთი სიტყვით, ემოციური ძალადობის მსხვერპლნი არიან, ალბათ . . . ფიზიკურიც?!

_ როდესაც ყველასთვის მიუღებელი ხარ, როდესაც ყოველდღე გეჩხუბებიან, როდესაც ყველგან სკოლაში და სახლში გეუბნებიან _შენ არაფერი შეგიძლია, შენ არაფრის გაკეთება არ გინდა?  უნდა გაგაშვილოთ! გაგაგდოთ ჩვენი სახლიდან. მოდი და ნუ იქნები, სულ მცირე _ აგრესიული! _ კაპასობს ფსიქოლოგი და სასწრაფოდ საკანონმდებლო რეაგირებას ითხოვს საკითხზე.

მულტიდისციპლინური გუნდის სხვა წევრებიც ეთანხმებიან.

*** (სოციალური სააგენტო)

ბავშვზე ზრუნვის ადგილობრივი რეგიონული საბჭო ძმების საკითხს განიხილავს.

სოც. მუშაკი დანარჩენ წევრებს აუწყებს, რომ მამა ბავშვების შესახებ გაიძაღის მომაცილეთ ბავშვებიო. განცხადებაც დაუწერია _ ცელქი ბავშვები არიან და განთავსება მინდა სადმე ინტერნატშიო (სტილი დაცულია).

ერთი სიტყვით, მას 2 უფროსი შვილის სახლიდან მოცილება აქვს გადაწყვეტილი. მესამე ხელს არ უშლის (ზევით უკვე ვთქვით). ის ჩუმია, ასე ამბობს მამა.

სოც. მუშაკი ასევე აწვდის საინტერესო ინფორმაციას საბჭოს წევრებს, რომ ძმების ბიოლოგიური დედა ნაპოვნია, რომელიც სხვა რეგიონში ცხოვრობს მეორე ქორწინებაში. მას მეორე ქორწინებაში შვილი არ შეძენია.

როგორც სოც. მუშაკი აღნიშნავს დედა მოხარული იქნება თუკი შვილები მასთან იცხოვრებს, რადგან მიუხედავად მისი მცდელობისა დედამთილი (პირველი ქმრის დედა) და პირველი ქმარი, მას არ აძლევდა ბავშვების ნახვის საშუალებას, უფრო მეტიც, სასტიკად უკრძალავდა.

საბჭოს წევრებს ეს ინფორმაცია ახარებს, თუმცა სულ ტყუილად, რადგან სოც. მუშაკის შემდგომი ინფორმაცია ცივი წყლის ტოლფასია _ ბავშვების ბიოლოგიური დედის მეორე ქმარი მხოლოდ ერთი ბავშვის მიღებაზეა თანახმა.

უარის თქმის მიზეზი ეკონომიკურია, სოციალური თუ რაიმე სხვა ტიპის _ უცნობია.

საბჭო საგონებელშია _ წევრების უმეტესობის აზრი იხრება ბავშვის საოჯახო ტიპის სახლში განთავსებაზე. თუმცა ამ აზრს ყველა არ ეთანხმება.

არგუმენტები არსებობს _ ბავშვების საოჯახო ტიპის სახლში ან თუნდაც შვილობილობაში (მინდობით აღზრდაში) განთავსების შემდგომ, შესაძლებელია ერთ წელიწადში მამამ (დედინაცვალმა, ბებიამ და ბაბუამ), ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება მოითხოვოს, რის გამოც ძმებს დაენიშნებათ სახელმწიფოს მხრიდან რეინტეგრაციის თანხა 90 ლარი თითოეულს, მინიმუმ 2 წლით.  ოჯახიც იხეირებს.

ამ არგუმენტისა და რისკის გაჟღერების შემდგომ საბჭოზე იკვეთება, რომ ეს ინფორმაცია მამის ოჯახისთვის ცნობილია.

ასევე აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ რომ მოითხოვოს ბავშვები დამიბრუნეთო, ბავშვს დაუბრუნებენ, რადგან კანონი მამას ამის უფლებას მისცემს.

ჩნდება კითხვა? იქნებ სწორედ ეს არის მიზეზი მათი სახლიდან დროებით მოცილებისა?

სხვათაშორის ბიოლოგიური დედის ოჯახმა ინფორმაცია რეინტეგრაციის თანხის შესახებ არ იცის. მათაც უჭირთ ეკონომიკურად და იქნებ ეს იყოს მიზეზი დედის ქმრის უარისა.

ამის (ამ საკითხების) გამოკვლევის შემდეგ თუ დადგინდა, რომ ბავშვებს ბიოლოგიურ მშობლებთან (არც მამასთან და არც დიდი ხნის უნახავ დედასთან) არ უმართლებს, მაშინ დგება საკითხი _ სოციალურმა სააგენტომ წამოიწყოს პროცედურა, რათა ბიჭების ბიოლოგიურ მამას ჩამოერთვას მამობის უფლება. დაზუსტდეს ბავშვების ბიოლოგიური დედის ოჯახის უარის მიზეზები.

უკიდურეს შემთხვევაში (ყველაზე ცუდ) ბიჭებს მიენიჭოთ გაშვილების სტატუსი. ფსიქოლოგმა მოამზადოს ბიჭები ამ პროცესისთვის, რათა მათ მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება.

ჩაბარდეს ბავშვები ისეთ ოჯახს ვინც აცნობიერებს შვილის ყოლის ბედნიერებას.

სოციალურ სააგენტო საქმეს იადვილებს და ბავშვების საოჯახო ტიპის სახლში განთავსება გადაუწყვეტია. 18 წლის მერე სად წავლენ? ამაზე არ ფიქრობს, არც აინტერესებს.

სხვათაშორის, დამავიწყდა (შეგნებულად დავივიწყე), რომ მეთქვა. ცოლ-ქმარს 2 საკუთარი ბიოლოგიური შვილი დაბადებისთანავე გაყიდული ჰყავთ (ბიჭების ბიოლოგიურ მამასა და მის მეორე ცოლზე მოგახსენებთ).

როგორც ჩანს ამას სააგენტოც ივიწყებს (ან არაფრად აგდებს).

***

. . . ასეა თუ ისე, «ჭირი იქა” , იქ მამინაცვალი ატ . . . ( ტუ. . . ტუ . . .ტუ. . .») ქატომც იქა!“

. . . «ლხინი აქა?”, ლხინი რომ აქ არ გამოდის.  აქ დედინაცვალი ატ. . . ( ტუ. . . ტუ . . .ტუ. . .») და ბიოლოგიური მამაც. ორჯერ ჭირი, ფქვილი? . . .

*** (ზღაპრის დასასრული)

იყო და არა იყო რა ! _ იტყვიან ოდესმე პატარა ძმები ძნელაძეები?

. . .

რეალობა ასეთია ! _

საკანომდებლო ბაზა ამ საკითხს რაციონალურად ვერ პასუხობს.

საჯარო სამსახურის მოხელეები სტრეოტიპების მსხვერპლნი არიან, მზად არ არიან მშობლის უფლების ჩამორთმევაზე, თუმცა არც სამსახურეობრივ გულგრილობასა და უპასუხიმგებლობას უჩივიან.

რეგიონული საბჭო (ვითომ დემოკრატიულობის მაჩვენებელი ევროპელი მეზობლებისთვის), კი _ .»მკვდარზე “ვენოკია”” (ძალიან გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ რომ შეეფერება .?!).

საზოგადოება? . . .

Advertisements
კომენტარები
  1. jeronimo ამბობს:

    ბიოლოგიურ დედას და მის ქმარს უნდა აუხსნას სოც მუშაკებმა, რომ ორთავე ბავშვის მიღებისთვის მათ სოციალური დახმარება დაენიშნებათ.
    რაც შეეხება ბიოლოგიური მამას – ვფიქრობ უნდა ჩამოერთვას მამობა.
    გარდა ამისა აუცილებელია უბნის ინსპექტორის (კუკარაჩას)) ) ჩარევა, იმიტომ რომ როგორც ჩანს არა მარტო ემოციურ ძალადობას არამედ ფიზიკურსაც ექვს ადგილი.
    შესასწავლია ბებია და ბაბუა რა პოზიციაზეა? მათი მხრიდანაც აქვს ადგილი ძალადობის ფაქტებს.

    • ადვილაძე ამბობს:

      მე რომ მკითხო, ბიოლოგიას ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი… ამ შემთხვევაში ფლაგმანი ბავშვ(ებ)ის საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს და არაერთ ღირსეულ მოსამართლეს მსოფლიოში ასეთ დავებში ბავშვის საუკეთესო ინტერესით უხელმძღვანელია.

      ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ადამიანები როცა წამოიზრდებიან, “ბიოლოგია” ნაკლებ მნიშვნელოვანი ხდება მათთვის და უფრო მთავარი და აუცილებელი პასუხისმგებლობა, სოლიდარობა და სხვა თავის ტვინის ქერქთან!!! დაკავშირებული ინსტიტუტებია.

      მოკლედ, ბიოლოგიური მამა მაგიდის ერთ მხარეს, ბიოლოგიური დედა – მეორე მხარეს… ბავშვები–ბურთები… ნამდვილი პინგ–პონგია. ვინც ამ თამაშს უყურებს და ერთობა, გულგრილია და არ თანაუგრძნობს, ისიც პოტენციური პინგ–პონგის მოთამაშეა.

      გამოსავალი: 1. ინფორმაციის გავრცელება (კონფიდენციურობის დაცვით)… შეგროვდით ხალხნო, ეს პრობლემაა და ძნელაძეები ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, ჩვენს გვერდით უნდა იცხოვრონ… ჩვენ კი გონიერი, ღონიერი და წარმატებული ადამიანები გვინდა გვერდით რომ გვყავდეს. აი ასე შეხედეთ ძნელაძეებს… თუ არ შეხედავთ, ხვალ მეტის გაღება მოგიწევთ ამ გულგრილობისთვის. 2. თუ ადგილობრივი რგოლი გულგრილია, “ავიწიოთ ზევით”, ვნახოთ რა სიმაღლემდე ადის გულგრილობა და ვამხილოთ 3. მე ოჯახური ტიპის სახლს დავუჭერდი მხარს, 18 წლამდე შეიძლება ამ ბავშვების მომზადება და გაძლიერება… სანამ 18–ის გახდებიან მანამდე, 18–ის მერე რა შეიძლება გააკეთონ იმის მოფიქრებაც შეიძლება.

      P.S. არა მგონია მამა–დედინაცვალის ან დედა–მამინაცვალის წყვილებზე ისეთი გავლენა მოვახდინოთ, რომ მათი მორალი ან პასუხისმგებლობა შევცვალოთ… მითუმეტეს ამას სახელმწიფო აპარატი ვერ შეძლებს, ვერც ორგანიზაცია და ვერც სხვა… შეიძლება მათი შეშინება, დამორჩილება, მაგრამ მათი შეცვლა უტოპიაა.

      მართლაც ძნელია ძნელაძეების ამბავი ამოსახსნელად. მათი დაშორება დაუშვებელია!

  2. vero ამბობს:

    Zalian mzime wasakitxia, ufro sworad ambavia mzime, imdenad mzime, rom rodesac gavecani mteli dge gamyva da sul vfiqrobdi mat bedze… titqos ragac procedurebi arsebobs chvens qveyanashi, tumca rodesac saqme saqmeze midgeba koveltvis chixia da gza znelad mosazebnia… visi bralia bavshvebis aseti kofa? marto mshoblebis ( biologiuri dedis an kidev mamis), dedinacval-maminacvlais? tu saxelmwifos, romelic movaleobis moxdis miznit garkveul nabijebs dgams?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s